თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს აქამდეც არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი და მყარი პოზიცია, მათივე განცხადებები და ნარატივი ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს სარჩელში ასახულ კონსტიტუციურ ბრალდებას.

„რაც შეეხება ვთქვათ მომდევნო ეტაპს, რომელიც გულისხმობს უკვე მოპასუხე მხარისათვის, მოსამართლეთა მხრიდან უპირველესად კითხვების დასმას. აქ იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც რაიმე ფორმით იქნებოდა იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო, რომელზეც ჩვენს სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა აქ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ყველა ძალიან მკაფიოდ და მათ შორის მოსამართლეებიც ძალიან მკაფიოდ დაინახავენ იმას, თუ სად არის სიმართლე და სიმართლე რა თქმა უნდა, არის ამ შემთხვევაში, ჩვენი ხედვით, სწორედაც ჩვენს მხარეს და მეორე მხრივ გამოჩნდება მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი პოზიციები, სუსტი სამართლებრივი პოზიციები და ის რომ რეალურად მათ მიერ აქამდე თუნდაც ტირაჟირებული ნარატივი, შესაბამისი განცხადებები ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში.“- განაცხადა ჭეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს...

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა...