კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს

ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.

„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული.

„რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ, ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც – დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაევრცელებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა. როგორც შარმანაშვილმა...