მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ამ დონის ვიზიტი რეგიონში, რაც ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩინეთისთვის ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებსა და ბიზნესწრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე რეგიონისთვის“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...