The Telegraph: ელიზეს სასახლეზე შტურმის შემთხვევაში, მაკრონს პარიზის გარეუბანში მდებარე საიდუმლო ბუნკერში გადაიყვანენ

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის გარეუბანში საიდუმლო თავშესაფარი აქვს მომზადებული, სადაც იგი მასობრივი არეულობისა და ელიზეს სასახლეზე შესაძლო იერიშის შემთხვევაში გაიხიზნება. ამის შესახებ ფრანგი გამომძიებელი ჟურნალისტების – პიერ გასტინოს, ანტუან იზამბარისა და ფრანკ რენოს – წიგნში „ჩრდილების ახალი არმია“ წერია.

გამოცემა L’Express-ში გამოქვეყნებული ამონარიდების თანახმად, პრეზიდენტის ევაკუაციის გეგმის მომზადება ჯერ კიდევ 2018 წელს, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს დაიწყო, როდესაც ლე-პუი-ან-ველეში ვიზიტისას მაკრონს განრისხებული მომიტინგეები თავს დაესხნენ.

„მთავრობა მაშინ შეზანზარდა“, – განაცხადა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა France Inter-ის ეთერში.

ავტორთა ცნობით, საფრანგეთის სპეცსამსახურები 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მასობრივი არეულობის, დივერსიების, კიბერშეტევებისა და შეიარაღებული ამბოხის სცენარებისთვისაც კი ემზადებიან.

ძალოვან უწყებებს აშფოთებთ, რომ მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ შესაძლო გამარჯვებას რადიკალური მემარცხენე აქტივისტების, გარეუბნების ახალგაზრდობისა და სოფლის მცხოვრებთა მხრიდან ქუჩის საპროტესტო ტალღა მოჰყვება. ხოლო მემარცხენე ლიდერის, ჟან-ლიუკ მელანშონის გამარჯვებამ შესაძლოა პოლიციის მხრიდან „პასიური წინააღმდეგობა“ გამოიწვიოს.

პარიზის პოლიციის კომისარი, პატრის ფორი შესაძლო ამბოხის მოსაგერიებლად თათბირებს ინტენსიურად მართავს, ხოლო საფრანგეთის საგარეო დაზვერვა (DGSE) არჩევნებში საგარეო ჩარევის სიმულაციურ სწავლებებს ატარებს.

როგორც დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქვეყანაში სოციალური პროტესტის მუხტი საგრძნობლად იზრდება. ამასთან, სპეცსამსახურებმა 17 ოქტომბრის დემონსტრაციების მასშტაბები სათანადოდ ვერ შეაფასეს – 60-იდან 150 ათასამდე მოსალოდნელი დემონსტრანტის ნაცვლად, ქუჩებში 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...