შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ თვითნებურად დაკავებულებად, ან კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი მოძალადეების მფარველები არიან

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი – რატომ არ ამბობს, რომ [პაველ ჰერჩინსკი] გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს, მერე ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში ჩართული ადამიანები თვითნებურად დაკავებულები არიან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, როდესაც ის „თვითნებურად დაკავებულებზე“ საუბრობს, ვერ ასახელებს ვერცერთის სახელ-გვარს რადგან, თუ ამას იზამს, ნათლად გამოჩნდება, რომ ბრიუსელი ძალადობის მფარველია.

„გუშინ 13 თვე შესრულდა, რაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მოხდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდე დაეგმო ეს შტურმი. ის კიდევ ერთხელ გაექცა ამ დაგმობას. ყოველ ჯერზე ის ზოგადი ფრაზებით საუბრობს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. არ გვაინტერესებს სადაც არ უნდა იყოს, გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი – რატომ არ ამბობს, რომ ის გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ეს წინადადებას მას არცერთხელ უთქვამს და იცით რატომ არ დაუგმია? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს, მერე ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში ჩართული ადამიანები თვითნებურად დაკავებულები არიან. ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი დღემდე არიან საქართველოში ძალადობის მფარველები 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის გამმართლებლები და მფარველები.

გუშინ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ არ აპირებს გვითხრას ვინ არის თვითნებურად დაკავებული. ერთი მხრივ ის მოგვიწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ და როცა ეკითხებიან ვინ? – არ ამბობს კონკრეტულ გვარს. იცით რატომ? რა მომენტშიც ის კონკრეტულ სახელებს დაასახელებს, ხომ გამოჩნდება, რომ მაგალითად დღეს 3 ადამიანი იხდის სასჯელს, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილის ესროლა პოლიციელს და ცოცხლად აპირებდნენ მათ დაწვას. ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთის გვარიც რომ ამოივიკითხოთ, ხომ ყველა გაიგებს, რომ დიახ, დღეს ძალადობის მფარველი საქართველოში ბრიუსელია. ამიტომ, აქვე წერტილი უნდა დავსვათ. ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ თვითნებურად დაკავებულებად, ან კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი მოძალადეების მფარველები არიან. ბატონი ჰერჩინსკი რომ მოძალადეების მფარველია, მან ეს არაერთხელ დაადასტურა, რომ ის მოძალადეებს ხვდება, აფინანსებს, მათ დაკრულზე ცეკვავს და ვნახეტ რომ ფულს უხდის და იქირავებს ადამიანებს, რომლებიც ვერბალურად ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის,...

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე...