შალვა პაპუაშვილი: ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელო“-ს გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ALDE-ს განცხადებას ეხმაურება.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.

„ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელო“-ს გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

ამით თავად ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.

მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ALDE -ს კომუნიკაციების ასისტენტმა, აოიფ დევერემ დაწერა: „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს – თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების სისტემურ...