არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან

ტყუილია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცახდებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და ისინი სისხლისსამართლებრივი წესით არ უნდა დასჯილიყვნენ, -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

„ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში პიდაპირ არის მითითებული, რომ ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა გორდულაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ტყუილია ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც გორდულაძემ განმარტა, „სინამდვილეში, ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ პერიოდში ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან“,-განაცხადა გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი...

ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...