არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, რომლითაც გვარამია ამაყობს, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის არაკვალიფიციურობის გამო საქართველოსთვის უდიდესი ზიანით დასრულდა.

მისი თქმით, მტკიცებულებების ვერდადასტურებისა და პროცედურების დარღვევის გამო, 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საქმის განახლების პერსპექტივა დაკარგა, ხოლო 9-12 აგვისტოს პერიოდზე სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. ამასთან, ICJ-მ დროებითი ღონისძიება დისკრიმინაციისგან თავის შეკავებაზე რუსეთსაც და საქართველოსაც თანაბრად დააკისრა. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგაში (ICC) სწორი სტრატეგიითა და მტკიცებულებებით მიაღწია რუსეთის პასუხისმგებლობას, ოკუპაციის დადასტურებასა და ქართველი სამხედროების უდანაშაულობის დამტკიცებას.

„რითი ამაყობს ნიკა გვარამია? მას ეამაყება 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე:
სინამდვილეში: საქართველოს ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ მიიღო უდიდესი ზიანი:
* 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საერთოდ საქმის განახლების ყველა პერსპექტივა დაიკარგა, რადგან მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის არსებობა;
* 2008 წლის 9-12 აგვისტოს პერიოდზე, ვერ დაიცვეს პროცედურები და სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა.
* ამასთანავე, წინა ხელისუფლების არაკვალიფიციური ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ორივე მხარეს დაეკისრა თანაბრად, ისე თითქოს ორივე თანაბრად არღვევდა კონვენციის მოთხოვნებს. კერძოდ, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,
ICJ-მ რუსეთსაც და საქართველოსაც მოსთხოვა დისკრიმინაციისგან თავის შეკავება. სამაგიეროდ, ქართული ოცნების ხელისფლებამ სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორი სტრატეგიით, მტკიცებულებების შეგროვებითა და სამართლებრივი პოზიციებით შეძლო:
რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და მის შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;
რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დადასტურება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით;
საქართველოს სამხედროების ღირსების დაცვა – ICC-ის გამოძიება ისე დასრულდა, რომ ქართველი სამხედროების უდანაშაულობა დამტკიცდა.“- განაცხადა გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი...

ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...