გია აბაშიძე: როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართელოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო“.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წელსაც, პუტინის რუსეთსს ოკუპანტის სტატუსი ჰქონდა, ჩვენი ტერიტორიების 20% და უკრაინისი ყირიმი მიტაცებული. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.

„სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა.

უკაცრავად და 2019 წელს, პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი არ ჰქონდა? ჩვენი ტერიტორიების 20%, უკრაინის ყირიმი მიტაცებული არ ჰქონდა?

პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...