პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს შეიცვლება, ქვეყნისთვის განვითარებისთვის კი ჯანსაღი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციაა საჭირო.
„საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ პოლიტიკური ველი ცარიელი არასოდესაა, როგორი განცხვავებული პროცესებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში. როდესაც 2022 წელს ქართული ოცნების რიგებიდან გამოვედით რამდენიმე დეპუტატი და შემდეგ პარტიაც შევქმენით, მაშინვე განვაცხადეთ რომ, საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საგარეო საფრთხეებზე სიმართლეს ვეტყოდით – სწორედ ამან განაპირობა ის რომ, შემდგომში ხელისუფლებას საშუალება მიეცა დაეცვა ქვეყნის ინტერესები და საზოგადოებას სწორი დასკვნები გაეკეთებინა.
ჩვენი განცხადებების პარალელურად, სულ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება – ამის თქმის საფუძველს იძლევა, ის რომ ეს ხალხი არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს.
ეს ადამიანები არა მარტო ფინანსურად, არამედ მენტალურადაც არიან დამოკდებულნი ევრობიუროკრატებზე – მათ გარე დამკვეთებზე.
მუდმივად ვიმეორებდით, რომ სანამ ნაცმოძრაობა არ აიკრძალება ქართულ პოლიტიკას არაფერი ეშველება. ყოველთვის იქნება ორი მხარე – ეროვნული ხელისუფლება და ეს დამნაშავე რეჯიმი.
წლებთან ერთად მწიფდებოდა აზრი, რომ დამნაშავე რეჟიმის პოლიტიკური ველიდან მოსაშორებლად, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადადგას, რათა გაჯანსაღდეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი.
საზოგადოებას გაუჭირდება იმის გახსენება ბოლოს როდის ნახა ოპოზიციისა და ხელისუფლების, თუნდაც მწვავე, მაგრამ ჯანსაღი პოლემიკა.
ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, როდესაც ეს დამნაშავე რეჯიმი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება.”- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.









