იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური...

ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“ - თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია...