შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე, მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების მზარდ დინამიკას განათლების, კულტურის, ვაჭრობის მიმართულებებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იტალიის მხარდაჭერის იმედი.

ლორენცო ფონტანამ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

ამასთან, საქართველოს და იტალიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური როლი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...