მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენი ელჩი ესწრება შეხვედრას ან რა დირექტივებს მიიღებენ. მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, საკუთარ გეგმებს ქართველ ხალხთან კი არა, უცხოელებთან პარტნიორებთან ათანხმებს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, ხალხისგან დაშორებული, საკუთარ საზოგადოებასთან კავშირ დაკარგული და დასავლელი ხელმძღვანელების ინტერესების გამტარ ჯგუფად ქცეული პოლიტიკური ძალა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულება მონური ფსიქოლოგიის კლასიკური გამოვლინებაა, რადგან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ, საკუთარ სამოქმედო გეგმებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავენ და არა იმ საზოგადოებასთან, რომლის მხარდაჭერის მოპოვებაზეც პრეტენზიას აცხადებენ.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ.
ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, ხალხისგან დაშორებული, საკუთარ საზოგადოებასთან კავშირ დაკარგული და დასავლელი ხელმძღვანელების ინტერესების გამტარ ჯგუფად ქცეული პოლიტიკური ძალა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენი ელჩი ესწრება შეხვედრას ან რა დირექტივებს მიიღებენ. მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, საკუთარ გეგმებს ქართველ ხალხთან კი არა, უცხოელებთან ათანხმებს. თითქოს საქართველოს მომავალი უცხოეთის რეზიდენციებში უნდა გადაწყდეს და არა საქართველოში, ქართველი ხალხის ნებით. სწორედ ეს არის მონური ფსიქოლოგიის კლასიკური გამოვლინება.
სამწუხაროდ ოპოზიციას და მის უცხოელ მფარველებს ავიწყდებათ, რომ მთავარი ქართველი ხალხი, მისი ნება და მისი არჩევანია! სწორედ ხალხი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და არა უცხოელი ხელმძღვანელები, რომელთა ინტერესების გატარებასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ. ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანით არაერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში აგენტურა ფეხს ვერ მოიკიდებს და ქვეყნის ბედს გარედან ვერავინ გადაწყვეტს.
მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოელი ელჩები ღიად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც განცხადებებით, ისე კონკრეტული ქმედებებით. ეს არ წარმოადგენს არც დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკას და არც მეგობრობის მაღალ სტანდარტს. მეგობრობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის არჩევანის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობას“, – წერს ჩიხელიძე.









