შალვა პაპუაშვილი: ძალადობის დაგმობა ვერ მოვისმინეთ მაშინ, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელს წვავდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ორგანიზაცია ალბანეთსა და საფრანგეთში გამართულ ძალადობრივ აქციებს გმობს.

მისი თქმით, ისმის კითხვა, რატომ გაკეთდა ეს განცხადება საფრანგეთთან, ალბანეთსა და იტალიასთან მიმართებით და არა საქართველოსთან დაკავშირებით. პაპუაშვილის შეფასებით, თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი „საცეცები“ იდგნენ საქართველოში ძალადობის უკან.

„ვნახეთ ალბანეთთან, თუნდაც საფრანგეთთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებები, სადაც ისინი გმობდნენ ძალადობრივ დემონსტრაციებს. ამას მოვუწოდებდით ჩვენც და მეც პირადად ევროკავშირსა და ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმოთ ძალადობა. შესძლებიათ, თურმე.

ახლა პრობლემა იმაშია, რომ ის განცხადება, რაც წაიკითხეთ, სიტყვასიტყვით ჩვენ უნდა მოგვესმინა 2019 წლის 20 ივნისს, მაგრამ ვერ მოვისმინეთ. 2020 წელს, არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკოზე თავდასხმა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვერ მოვისმინეთ. უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ თავიანთი პარტიის ოფისში. მაშინ ვნახეთ, როგორ მიდიოდნენ ევროკავშირის ელჩები მათთან და ამ ძალადობას ახალისებდნენ.

ვერ მოვისმინეთ ვერც 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიტინგზე ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. ვერ მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელს წვავდა. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს რუსთაველზე ძალადობა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ვიხილეთ.

ვერ მოვისმინეთ ვერც 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წევრები აქ იდგნენ და მაიდნისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. ვერ მოვისმინეთ ვერც 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას.

ჰქონდა ევროკავშირს ამდენი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ძალადობრივი აქციები დაეგმო, მაგრამ ვერც ერთხელ მოვისმინეთ. ახლა ხომ ისმის კითხვა: „რატომ?“, რატომ მოვისმინეთ ეს განცხადება საფრანგეთთან, ალბანეთსა და იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით?

მე მგონი, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი „საცეცები“ იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათი დაფინანსებული პირები იყვნენ 20 ივნისიდან მოყოლებული. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები, რომლებიც ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლისა და პარლამენტის დაწვას, შტურმით აღებას და რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ისვრიან პოლიციელების მიმართ.

ეს არის სიმართლე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი უნდა დაეგმო მაშინ ევროკავშირის ელჩს და ევროკომისიას, 5 ოქტომბერს რომ დაეგმოთ. 5 ოქტომბერი სრულად არის ევროკავშირისა და ევროკავშირის ელჩის სინდისზე.

სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირში. ყველას მიუბრუნდება, ვინც ძალადობას მხარს უჭერს და აფინანსებს და ბრიუსელი ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას...

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ...