ირაკლი კობახიძე: როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით

როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ორივე შეხვედრაზე განიხილეს როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

„როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატით, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იყო როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე.

რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება და მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ყეინიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პატივს სცემს...

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და...

ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს...

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომაში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის...

ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი...

მე, პირველ რიგში, შევეხები იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პატრიარქის დაკრძალვასთან. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია...