საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

„პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...