შიო მესამე: ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს

მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ.

„ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით. ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. სიხარული გიმრავლოთ. გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გადაარჩინოს უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური...

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით. დეპუტატის...