ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები

აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.

“მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – მიმართა ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...