ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.
გმირთა მემორიალთან ტრადიციულად, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ტრაგიკულ დღეებს და გმირებს იხსენებენ. მემორიალი შეამკეს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და ხაზი გაუსვეს, რომ მთავარი მისია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა.









