„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ.

ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი, გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსკოლის მოსწავლეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, ძიუდოს მასტერკლასი ჩაუტარა.

სპორტული ინვენტარის საჭიროების საკითხი ლენტეხელმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრებისას წამოჭრეს.

სპორტის სამინისტროსა და ძალოსანთა ფედერაციის მხარდაჭერით საკითხი მალევე გადაიჭრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაქარია წიკლაური: სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე,...

Patriot Network პრეზიდენტის, ენცო ალიასის (Enzo alias) მოწვევით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო...