25 სექტემბერი, პარასკევი, 2026
25 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

„უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა პრემიერმა; ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა პირველ რიგში იყო აღნიშნული მიმართვა ჩვენს ოს და აფხაზი ძმების მიმართ და რა თქმა უნდა ის მიღწევები, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო პერიოდში, მიუხედავად იმ გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, რასთან გამკლავებაც ჩვენ რეგიონში გვიწევს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის დამყარებაზე, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყნის მეთაურმა ასამბლეის ტრიბუნიდან, წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემის – ნდობის აღდგენის კონტექსტში, აფხაზ და ოს თანამოძმეებსაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები