21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

„არაბიზაცია“ თუ მსხვილი საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური სპეკულაცია – ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 3,929,581 მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ 0,3% ანუ 12,533 არაბია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 3,929,581 მოქალაქე ცხოვრობს. აქედან 84.1% ანუ 3,304,075 ადამიანი ეთნიკურად ქართველია. 0,3% ანუ 12,533 ადამიანი არაბია. 15.2% ანუ 597,145 პირი სხვადასხვა ეროვნების არის.

არ არის მითითებული/უარი პასუხზე – ამ გრაფაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში 15,828 ადამიანი ანუ საერთო რაოდენობის 0.4% ფიქსირდება.

მონაცემები 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობას ასახავს და ის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პერიოდშია შედგენილი.

საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტები პოლიტიკური სპეკულაციის საგანია. ხელისუფლების ოპონენტები „არაბიზაციაზე“ საუბრობენ.

თავისუფლების მოედანზე, ე.წ. არაბიზაციის წინააღმდეგ აქცია გუშინ გაიმართა. საპროტესტო გამოსვლაზე აქტივისტების მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განმარტა, რომ თბილისსა და ბათუმთან ახლოს არანაირი „არაბული ქალაქები“ არ შენდება. საუბარია თანამედროვე, ქართული და ევროპული ტიპის დასახლებებსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის მოზიდვას ისახავს მიზნად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები