ნანა კაკაბაძე – დღეს ვიკრიბებით ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად, ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ზურაბ და იური ვაზაგაშვილებისთვის პატივის მისაგებად შეკრებას აანონსებს.

როგორც კაკაბაძე წერს, დღეს, 19:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან – კორტებთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლ მამა-შვილს გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

„დღეს 7 საათზე, ვიკრიბებით კორტებთან. ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად და პატივის მისაგებად. ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა.“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...