დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომას წარედგინება.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.









