კახა კუკავა: “კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი და ძალიან საშიში იქნებოდა, ცოტათი სასაცილო რომ არ იყოს”

პარტია “თავსიუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი და ძალიან საშიში იქნებოდა, ცოტათი სასაცილო რომ არ იყოს.
მაინტერესებს ამ საკითხზე ჩემი მეგობრების აზრი, განსაკუთრებით მათი ვისაც ევროკავშირის დროშები აქვთ ფრეიმზე დაყენებული.

PS: არ ვარ კალაძის მხარდამჭერი, არც ხმა მიმიცია არასდროს და ბევრ საკითხზე მაგ: პარკირების სისტემაზე ან სამშენებლო ნებართვებზე მიმაჩნია, რომ მერიის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს.” -აღნიშნავს კუკავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...