15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

გივი მიქანაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

გივი მიქანაძემ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან. მინისტრის თქმით, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ადამიანის პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელია.

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 45 000 პირველკლასელი მიიღეს. ახალ სასწავლო წელს 30 სკოლა სრულიად განახლებული სასწავლო გარემოთი ხვდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები