15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
15 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჰკითხოს მოსახლეობას, თუ ჩადიოდნენ მდინარის ნაპირას და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ყველა დაინახავს, ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ

„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შარმანაშვილის განცხადებით, საკითხზე მასალები უკვე წარმოდგენილია და პარტიის თავმჯდომარეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოს წინაშე დაამტკიცოს.

„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ.
ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.
ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის.“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები