ბიძინა გიორგობიანი: ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ 45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი გერმანიისა და მთლიანად ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შედეგი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმატება და მას უფრო ფართო პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისად განიხილავს.

“ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ 45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ. ეს მიწისძვრა ის ძალაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის თიხის კოლოსს ფეხებს მოამტვრევს და ევროკავშირის სხვა წევრებს გზას გაუკვალავს. დღევანდელი მოვლენა აღარაა პოლიტიკური მიმდინარეობის ტრიუმფი, ეს შუქცევადი და დიდი პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისია.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...