7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება

შეგნებულად არ ვეხმაურებოდი ლაზარე ჯორბენაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ვფიქრობდი, რომ უბედურ გარდაცვლილს ოდნავ მაინც დაინდობდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ მიცვალებულს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს,- წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მეტრეველის შეფასებით, ის რომ ლაზარე ჯორბენაძე სასულიერო პირი იყო და ამის გამო თავს არ მოიკლავდა არ წარმოადგენს არგუმენტს, რამდენადაც ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ასეთი მომენტი, შესაბამისად, ფსიქოლოგიური კრიზისგან არავინ დაზღვეული არ არის.

მეტრეველი მიმართავს ჯორბენაძის ე.წ მეგობრებს, რომლებიც უფლებადაცველის გარდაცვალებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, რომ მისი სახელით პოლიტიკური ქულების ჩაწერას თავი დაანებონ.

“შეგნებულად არ ვეხმაურებოდი ლაზარე ჯორბენაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ვფიქრობდი, რომ უბედურ გარდაცვლილს ოდნავ მაინც დაინდობდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ მიცვალებულს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ უკვე გვესმის ისეთი გიჟური ისტორიები, თითქოს „ბოლოს რომ ვნახე, პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის საიდუმლო ჩანაწერები ჰქონდა, ამის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს“. ამგვარი კომიკური ამბების პოლიტიკური სენსაციის სახით გაყიდვა ყოველგვარი აბსურდის ზღვარს სცდება.

რაც შეეხება არგუმენტს: სასულიერო პირი იყო და თავს არ მოიკლავდა – ეს თავისთავად არაფერს ამტკიცებს. სასულიერო პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისებისგან დაზღვეულები არ არიან. ისტორიასაც არაერთი მსგავსი შემთხვევა ახსოვს. შესაბამისად, მხოლოდ სასულიერო სტატუსიდან დასკვნის გამოტანა, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია და აუცილებლად მკვლელობა მოხდა, სერიოზული არგუმენტი საერთოდ არ არის.

თავად განსვენებულის განცხადებებიც რეალურ საფუძველს იძლევა დავსვათ კითხვა, თუ რამდენად რეალისტურად აღიქვამდა იგი კონკრეტულ მოვლენებს.

და ბოლოს, მის ე.წ მეგობრებს მინდა ვურჩიო: ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით პოლიტიკური ქულების წერა, ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება.”- წერს მეტრეველი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები