„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა მთელს ქუთაისს და რეგიონს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“, ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, თემურ ცამციშვილმა.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“, ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, თემურ ცამციშვილმა, ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მან თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით ქუთაისს და მთელს რეგიონს განვითარების პერსპექტივა დაუკარგა და საარჩევნოდ გაცემული დაპირებებლი, მხოლოდ დაპირებად დარჩა;
„დღეს, როცა შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ქუთაისში,სიმბოლურად მოსახლეობას მინდა შევახსენო რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით, განვითარებისპერსპექტივა დაუკარგა არა მხოლოდ ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქს,არამედ მთელს ქუთაისს და რეგიონს. ასევე მინდა შევახსენო „ქართული ოცნების“ ის დანაპირებები რომლის მიხედვითაც პარლამენტის შენობას ფუნქცია უნდა მინიჭებოდა.2016 წელს აქ დაანონსდა მინი ქალაქის მშენებლობა,2018 წელს პარლამენტის მაგივრად შსს-ს რეგიონალური ცენტრი,2022 წელს საერთაშორისო ტექნოლოგიური ცენტრი. დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ხმის მიცემა ნიშნავს მხარი დაუჭირო ამ ცრუ დაპირებებს და უპერსპექტივობას.“ – განაცხადა თემურ ცამციშვილმა