მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები. საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს.

მხარეებმა საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...