1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება – ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

„მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს, რომ შეუძლია ერთდროულად განავითაროს ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან, გააძლიეროს შავი ზღვისა და შუა დერეფნის მნიშვნელობა და ქვეყანა სამხედრო ესკალაციაში არ ჩართოს.

„2026 წლის სექტემბერს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგით იწყებს, რომელიც ქვეყნისთვის ჩვეული რეგიონული პოლიტიკის ფარგლებს აშკარად სცდება. უკვე 7–8 სექტემბერს ბათუმი უმასპინძლებს Georgia International Maritime Forum-ს, მსხვილ საერთაშორისო პლატფორმას, რომელშიც დაახლოებით 40 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენლის მონაწილეობაა მოსალოდნელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება და მისი მთავარი თემებია საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული დაკავშირებადობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ცენტრალურ აზიას კავკასიის გავლით ევროპასთან აკავშირებს. საქართველოსთვის ეს მხოლოდ ეკონომიკური ღონისძიება არ არის: ის თანმიმდევრულად გარდაქმნის საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას პოლიტიკურ და სტრატეგიულ რესურსად და ევროპელ და აზიელ პარტნიორებს სთავაზობს არა დაპირისპირებას, არამედ ინფრასტრუქტურას, ვაჭრობასა და ტრანზიტს.

თუმცა ბათუმის ფორუმიდან სულ რამდენიმე საათში საქართველოს დიპლომატია კიდევ უფრო მნიშვნელოვან სიგნალს იღებს. 9–10 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში მიიწვია კოსმოსის საკითხებზე პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად. თავად მაკრონის ოფიციალური მიწვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სამიტს საფრანგეთი და გერმანია თანათავმჯდომარეებად ჩაატარებენ, ხოლო დღის წესრიგში მეცნიერებისა და კვლევების გარდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებიც შედის. ეს მოწვევა, განსაკუთრებით ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოსთან არცთუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ცხადყოფს, რომ თბილისსა და ევროპის წამყვან დედაქალაქებს შორის პირდაპირი პოლიტიკური კომუნიკაციის არხები დახურული არ არის. მეტიც, პარიზის სამიტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ერთ მაგიდასთან აღმოჩნდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებისთვისაც მაღალტექნოლოგიური განვითარება, უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი გლობალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება: ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა.

8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს, ერთდროულად რამდენიმე ძირითადი გზავნილი გაავრცელოს: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ინარჩუნებს საერთაშორისო კავშირებს, დაინტერესებულია ევროპასთან თანამშრომლობით, მაგრამ, ამავე დროს, არ აპირებს საკუთარი ტერიტორიის სამხედრო დაპირისპირების პლატფორმად გადაქცევას. სწორედ ასეთი მიდგომა აძლევს მთავრობას შესაძლებლობას, პარტნიორებს არა სისუსტე და დამოკიდებულება, არამედ საკუთარი პოლიტიკური სუბიექტობა აჩვენოს. საქართველო ცდილობს, ერთდროულად ესაუბროს ევროპას, აზიასა და მსოფლიოს სხვა ძალთა ცენტრებთან, პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო აქტივობას ქვეყნის შიგნით სრულფასოვანი პოლიტიკური მუშაობის განახლება ახლავს: 1 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას იწყებს. შედეგად, სექტემბრის პოლიტიკური სურათი ერთგვარ სამკუთხედად ყალიბდება: ქვეყნის შიგნით – რეფორმებისა და საკანონმდებლო მუშაობის გაგრძელება; ბათუმში – საქართველოს როლის გაძლიერება სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად; პარიზსა და ნიუ-იორკში – ქართული ინტერესების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა. ამ კონტექსტში სექტემბერი უკვე ჩვეულებრივ კალენდარულ თვეს აღარ ჰგავს, ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა აქვს, არჩეული კურსის შედეგები ერთდროულად ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც აჩვენოს.

მთავარი პოლიტიკური დასკვნა აქ სრულიად ნათელია: საქართველო შემოდგომას საერთაშორისო იზოლაციის მდგომარეობაში კი არ ხვდება, არამედ საერთაშორისო კონტაქტებისა და პლატფორმების საკმაოდ დატვირთული პროგრამით შედის. მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, – მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ. რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში ქვეყნის ხელისუფლება აჩვენებს, რომ შეუძლია ერთდროულად განავითაროს ურთიერთობები

ავტორი:

ბოლო სიახლეები