1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

ირაკლი კირცხალია – საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და კარგი გადაწყვეტილებაა.

„როდესაც რეფორმას ატარებ და იწყება, საზოგადოებისთვის, ყველა კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის არის ახალი. ახლა კონკრეტულად სტუდენტებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, რადგან ეს იყო ახალი პროგრამა, ახლა დაანონსდა და რეფორმა ახალი დაწყებულია, საგამონაკლისო სახით მიეცათ სტუდენტებს უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმებით ყველა. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება“, – განაცხადა კირცხალიამ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები