ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მედიასთან განაცხადა.

ანანიძე, ასევე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულთა შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს და აღნიშნა, რომ რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება და ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა.

“ცხადია, რომ რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, სხვათა ბედი მათთვის მხოლოდ იარაღია და ციხეში ყოფნა სასურველი ფონი, რის გამოც პირდაპირ და არაპირდაპირ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა.”- წერს ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...