აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
„ჩვენ ჩავედით და შევაჩერეთ ისინი. მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. მათ იმდენად სურთ შეთანხმების მიღწევა, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, გვინდა თუ არა ეს [შეთანხმება], რადგან მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა“, – განაცხადა ტრამპმა.
გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. ამ საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ „სრულად“ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მთელ რეგიონს.
მან ასევე დასძინა, რომ თეირანი ჯერ არ არის მზად „სწორი შეთანხმების“ მისაღწევად. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ისეთ გარიგებებს აფორმებს, რომლებიც შეერთებული შტატებისთვისაა ხელსაყრელი.









