რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.
“400 ტონა საწვავი მაგალითად თბილისს ეყოფა ერთი დღე… ეს წარმოდგენა რომ გვქონდეს რამდენია 400 ტონა საწვავი, ჟღერს როგორც ბევრი და რეალურად არაფერი ისეთი!
და მთავარი! რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?!
თუნდაც ეკონომიკური და
ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ამის გაღრმავებაა საჭირო და მაქსიმალურად ბევრი დამოკიდებულებების გაჩენა საქართველოზე! ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება არის საქართველოს რეალური მტერი! ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება!” – წერს სადღობელაშვილი.









