29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

დონალდ ტრამპი – ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ

ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა გასულ ღამეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა და იორდანიაში ამერიკელ სამხედროებს რაკეტების ჩამოსაგდებად მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ისეთ დარტყმებს მიიღებენ, დიდხანს რომ არ დაავიწყდებათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის ცნობით, ერაყში, ირანის მოკავშირე დაჯგუფებებზე აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული იერიშები ერაყის მთავრობასთან კოორდინირებული იყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები