რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. იგი ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა შესაბამისი მექანიზმი გამოიყენა, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზი“.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.









