24 ივლისი, პარასკევი, 2026
24 ივლისი, პარასკევი, 2026

ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სი ძინპინის ვიზიტი მას შემდეგ გაიმართება, რაც ლიდერები მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვდნენ. პეკინში ყოფნისას ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია.

„პრეზიდენტი სი 24 სექტემბერს ჩამოვა. როდესაც პეკინში ვიყავი, ამ საკითხზე [ხელოვნურ ინტელექტზე] ვისაუბრეთ და ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განიხილეს თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრის აუცილებლობა, რათა საფუძველი ჩაეყაროს „ძალიან პოზიტიურ ვიზიტს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები