ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„2026 წლის 23 ივლისს, ბერლინში, ვილა ბორსიგში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...