უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა – ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, – წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სირსკის მიხაილო დრაპატი შეცვლის.

ზელენსკის გადაწყვეტილებამ, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა თავისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ფედოროვი, კიევის ქუჩებში ომის დროს იშვიათი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...