4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Financial Times: ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, – წერს გამოცემა Financial Times-ი და აღნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების ნაწილი სანქციების ახალი პაკეტის მხარდაჭერას ერიდება, რადგანაც შიშობენ, რომ ახალი შეზღუდვები მათ მსხვილ კორპორაციებს დააზარალებს.

გამოცემის ცნობით, სანქციების ბოლო პაკეტის განხილვისას დათმობები საბერძნეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ავსტრიამ და პორტუგალიამ მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მთავრობები საჯაროდ კვლავ უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ლაპარაკობენ, დახურულ მოლაპარაკებებზე სულ უფრო ხშირად საკუთარი კომპანიების ინტერესების დაცვას ცდილობენ, – წერს FT და წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანქციების პაკეტები საბოლოოდ „ცარიელ ყუთად“ გადაიქცევა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.