უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ.
უნგრელი პარლამენტარი ბალაშ ორბანი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს არჩევნებში ხელახლა კენჭისყრის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ. ორბანის თქმით, ეს უნგრეთში საკონსტიტუციო კრიზისის დასაწყისია. პარლამენტის გადაწყვეტილებას უნგრეთის დემოკრატიისთვის ბნელ დღედ აფასებს ევროპარლამენტარი და პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერი კინგა გალიც.
„ეს არის კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ირონიულია, რომ მას ის პარტია ქმნის, რომელსაც უნგრეთის დემოკრატიულ ისტორიაში ყველაზე დიდი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელში მათი ლიბერალ-ავტორიტარი მოკავშირეების მსგავსად, მათ კი მოიგეს არჩევნები, მაგრამ იციან, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუეს. და მათ ეშინიათ, რომ თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ კონკურენციაში მათ ხელისუფლებიდან გადაირჩევდნენ. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის ეშინია, ყოველთვის თავად დემოკრატიის შიშით ასრულებს“, – წერს ორბანი.
პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.









