ირაკლი კირცხალია – სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს

სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, არამედ ყველა იმ პატიმარს, ვინც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს.

„სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს. მათ [ოპოზიციას] რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი უკვე რვაჯერ უნდა გვყავდეს დაკრძალული.

ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად. ვხედავთ დღეს მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება არა მხოლოდ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობას, არამედ ყველა იმ პატიმარს, ვინც ჩვენს პენიტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს. არ აჰყვეთ ამ აბსურდს და მერწმუნეთ, საზოგადოება ამ აბსურდს არ აჰყვება“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...