ირაკლი კირცხალია – ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს

ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“იცით, რომ ყოველთვის თავს ვიკავებდით და ვიკავებთ უკრაინის მიმართ ობიექტური განცხადებების გაკეთებებისგან, ისეთისგან, რომელიც ეკუთვნოდათ, ან ეკუთვნით დღესაც მის ხელისუფლებას. სულით და გულით ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას. ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსურვებ [ევროკავშირში] გაწევრიანებას. ღირსეულ კავშირში და არა ისეთში, სადაც ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებას ნამგლის და უროს დროშა მოუხდებოდა. რომ თურმე ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეს ახალ წევრს და სუვერენიტეტზე საერთოდ უარი უნდა თქვას. ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...