ირაკლი კირცხალია – ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო – ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან”.

“სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს. ჩიხელიძის შეფასებით,...