18 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
18 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ

რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომები უფრო მეტის მთქმელია ევრო ბიუროკრატიის ახლანდელ შემადგენლობაზე.

„ასეთი მიდგომები უფრო მეტის მთქმელია ევრო ბიუროკრატიის ახლანდელ შემადგენლობაზე და კიდევ ერთხელ გულს გვწყვეტს, რადგან ევროკავშირი სრულად დაცლილია ევროპულობისგან“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები