29 მაისი, პარასკევი, 2026
29 მაისი, პარასკევი, 2026

მიხეილ სარჯველაძე გორის ინციდენტისას დაზარალებულზე: ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს – რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული

აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის არაფერი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გორში ინციდენტისას დაზარალებული მოქალაქის, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მინისტრის თქმით, ლოცულაშვილს მისი სურვილისა და ინტერესის შესაბამისად უტარდება პროცედურები.

„რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება. ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. თუმცა, ამ წუთას არ ჩანს, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მინისტრმა.

გორის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსის მქონე პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები