არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, – ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ თენგო თევზაძეს ეყოფა გამბედაობა და მოქალაქეს ბოდიშს მოუხდის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო.
„თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა!
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას.
იმედია თენგიზს ეყოფა გამბედაობა და ამ ძალიან კარგ ბატონს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
facebook.com/reel/1315077333326617/?mibextid=wwXIfr&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2Fv%2F1BY2RGrhnw%2F%3Fmibextid%3DwwXIfr&rdid=e6MhfAEBjC7hNdmp









