ირაკლი კირცხალია – საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ “იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ძალიან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.

“გულწრფელად, ვერ ვიტყვი, რომ ეს ოპოზიციაა. არ არის ეს ოპოზიცია. ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ მათი სლოგანი, რომ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.

საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმ აგენტურას, იმ სახეებს, იმ წარსულის მქონე ადამიანებს, რომლებმაც გუშინ აქცია ჩაატარეს.

რეალურად ვისაუბროთ რა დღეზე გვაქვს საუბარი, 26 მაისზე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ერთიანობის, ისტორიულ დღეზე. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის დაბადების დღეზე, რომელიც არის ყველასი. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სამშობლოზე შეყვარებული ყველა ადამიანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...